logo
ENG


სერგეენკო: რომ მკითხოთ, ვერც კი განგიმარტავთ პრაიდი რა არის, ფლეშმობია? დემონსტრაციაა?
  • 542ნახვები

არავინ არ უშლის იმის გაკეთებას, რისთვისაც არიან მონდომებულები და მოწოდებულები. რაც შეეხება უფრო ხმამაღალ გამოხატვას, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ და მაინც და მაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ. არავინ არ უშლის არაფერში ხელს, უბრალოდ ნაკლები ენთუზიაზმით სჯობს ალბათ... რომ მკითხოთ, ვერც კი განგიმარტავთ პრაიდი რა არის, ფლეშმობია? დემონსტრაციაა? არ ვიცი. გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული კონსტიტუციით. გამოხატვის ფორმა შეიძლება იყოს ძალიან დიდ სპექტრში და ყველასთვის, უმცირესობისთვის და უმრავლესობისთვის რაღაც ზომიერება და სხვისი აზრის პატივის ცემა მნიშვნელოვანია.

ასე უპასუხა ქართული ოცნების წევრმა დავით სერგეენკომ ღირსების მარშის ჩატარებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. "ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა