logo
ENG


ცერცვაძე ჯაფარიძეზე: შემხვდეს, ან მომიბოდიშოს ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის
  • 1828ნახვები

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ბ-ნი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყნის ხელისუფლებას და COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს COVID პანდემიის ძალიან ცუდი მართვის და ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მძიმე ბრალდებებს უყენებს. არც მეტი არც ნაკლები "პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძის და თენგიზ ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს"?!

ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პიროვნება, რომელიც სახელმწიფო წესრიგის მოშლის და ადამიანებში ყველაზე ქვენა ინსტიქტების გაღვივების მეტი არაფერი გაუკეთებია, იმ ექიმების გასამართლებას ითხოვს?! რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინეს და ქვეყანას მასშტაბური COVID ტრაგედია ააცილეს. [...]

მე მინდა ვთხოვო ბ-ნ ზურაბს, შემხვდეს პირადად და განმარტოს, თუ რა ნახა პირადად ჩემს საქმიანობაში ისეთი, რომ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. კერძოდ, მოვითხოვ დაგვისახელოს ჩემს მიერ დაშვებული თუნდაც ერთი სერიოზული სამედიცინო შეცდომა (ვაქცინაციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს), დაგვისახელოს თუნდაც ერთი ავადმყოფი, რომლისგანაც მე მთელი ჩემი 50-წლიანი საექიმო საქმიანობისას თუნდაც ერთხელ ამიღია რაიმე ჰონორარი გინდ ფორმალურად, გინდ არაფორმალურად (ჩემი ოფიციალური კონსულტაციებიც კი უფასოა). დამისახელოს ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მე COVID პანდემიასთან დაკავშირებით რაიმე ფორმით, თუნდაც მინიმალური სარგებელი მიმეღოს. 

თუ ის ამას ვერ შესძლებს, მაშინ მე მოვითხოვ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ჩემი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ბრალდებებს პასუხობს კორონავირუსის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით. 



ასევე ნახეთ
close დახურვა