logo
ENG


სუბარი 20 ივნისზე: დღემდე არ მაქვს პასუხი, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლის მანქანები
სოზარ სუბარი
20 ივნ, 2021 15:03
სუბარი 20 ივნისზე: დღემდე არ მაქვს პასუხი, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლის მანქანები
  • 902ნახვები

ეს იყო შტურმი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რაც შეეხება იყო თუ არა სწორად დაგეგმილი, მე დღემდე პასუხი არ მაქვს და არც საზოგადოებას, მაგალითად, რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები, რომელსაც შეიძლებოდა ნაკლები ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ეს უფრო სპეციალისტების შეფასებად დავტოვოთ. მე პირადად მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ყოფილიყო გამოყენებული გაზთან ერთად წყლის ჭავლის მანქანები, შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა მძიმე დაზიანებები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს, თუმცა, ეს ბუნებრივია, არანაირად არ ამართლებს შტურმის ორგანიზატორების განზრახვას და პოლიციელებზე თავდასხმებს.

 

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა