logo
ENG


წულუკიანი რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში წასვლაზე: ემანდ მე არ ვერევი
  • 1550ნახვები

იყვნენ ტელევიზიები ფლაგმანები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ ემანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო, შესაბამისად, გეტყვით, რომ ემანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, რომელ საერთაშორისო ფესტივალში წავიდეს გასტროლით. ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი. არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზურა.

თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში წასვლასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა