logo
ENG


ხოშტარია გასტროლზე: როცა გახელაძის დედა ბენზინს ისხამს, ეს ადამიანები წავლენ და იცეკვებენ?
  • 1344ნახვები

ძალიან ცინიკურია, როდესაც დღეს ქადაგიშვილი იძახის, რომ სავიზიტო ბარათია იქ [რუსეთში] წასვლა თურმე. ცეკვა - თამაში გახელაძის წამების ფონზე მოსკოვში - ესაა საქართველოს სავიზიტო ბარათი?

მაშინ, როდესაც გახელაძის დედა ბენზინს ისხამს თავზე, ეს კონკრეტული ადამიანები წავლენ და იცეკვებენ? ზალკალიანი რომ ამბობს, გავითვალისწინოთ, რომ ოკუპანტიაო, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოკუპანტი, როცა ისინი შედეგს ვერ აღწევენ და ვერ გამოყავთ გახელაძე და მაშინ არ უნდა გავითვალისწინოთ, როცა იქ ცეკვა-თამაშია? წულუკიანი ამბობს ამ საკითხში ვერ ჩავერევიო და განსხვავებულ აზრს რომ გამოთქვამს მსახიობი, იმაში ერევა... წავიდეს წულუკიანი, მოიაროს საოკუპაციო სოფლები ხაზთან და ნახოს რა მდგომარეობაშია ხალხი, რა ინტენსივობით იტაცებენ ხალხს.

ამორალური პიროვნება, რომელსაც არ აინტერესებს გახელაძე, ოკუპაცია და ურჩევნია ფული, მოსკოვში ტაში და "ბამბანერკა", ყოველთვის არსებობს და ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა ჩვენი ფულით როგორ იქცევიან და სახელმწიფო როგორ პოზიციას აფიქსირებს.

ვინ უნდა მოიკლას გახელაძისთვის თავი საერთაშორისო არენაზე, როდესაც ამის პარალელურად იქ მიდიან და ნიუსი უნდა დაიწეროს, რომ ქართული თეატრი გამოდის იქ?

 

განაცხადა მოძრაობა დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გადაცემა კომენტარში. რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება.



ასევე ნახეთ
close დახურვა