logo
ENG


ვოლსკი: მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ, თუმცა ჩვენი კულტურა რუსეთშიც უნდა ვანახოთ
გია ვოლსკი
21 ივნ, 2021 17:23
ვოლსკი: მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ, თუმცა ჩვენი კულტურა რუსეთშიც უნდა ვანახოთ
  • 1094ნახვები

რუსთაველის თეატრი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობს. ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება გააჩნია. მე მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში. მაგრამ, როდესაც ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალს ეხება საკითხი, მინდა ვთქვა, რომ საერთოდ, ქართული თეატრის, მისი ინტელექტუალური და ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს მათ შორის რუსეთის ფედერაციაში, არა მარტო რუსული საზოგადოების განსახილველად, იმ თემების წამოსაწევად, რაც ახასიათებს საქართველოს ახასიათებს მაღალი კულტურული დონე. გარდა ამისა, არის ერთი საკითხი, რატომ არ უდგება წინ კულტურულ ინტერვენციას რუსული პოლიტიკური სტრატეგია და მათი ელიტა - სწორედ იმიტომ ხომ არა, რომ ფიქრობენ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით თვითონ ჩვენს საზოგადოებაში შეიქმნება ისეთი დაპირისპირება, რაც მისთვის პოლიტიკურად მოსახერხებელია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მე და თქვენ ვიკამათოთ, ვიდრე ის, რომ ხელი არ შეუწყონ სხვადასხვა კულტურული კოლექტივების ჩასვლას. გარდა ამისა, არც მეპარება ეჭვი, რომ რუსთაველის თეატრის მთელი შემადგენლობა მთავარი რეჟისორიდან დაწყებული, ნებისმიერი მსახიობით დამთვრებული, პატრიოტია თავის ქვეყნის და სწორ შეფასებებს აძლევს ოკუპაციის ფაქტს

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა გია ვოლსკიმ. რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა