logo
ENG


გამყრელიძე: ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით
  • 876ნახვები

ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში თანდათან, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი უმჯობესდება. მხედველობაში მაქვს როგორც ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, ასევე დადებითობის მაჩვენებელი. რომ შევაჯამოთ საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება მესამე ტალღის პიკთან მიმართებით, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად მის შემსუბუქებასთან მიმართებით. მოგეხსენებათ, ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ და დანის პირზე უნდა ვიაროთ ერთი მხრივ, რომ არ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია და მეორე მხრივ, მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა