მნიშვნელოვანია ურთიერთობა კოორდინაციის მხრივ იყოს მაღალი ხარისხის ოპოზიციას შორის და შარშანდელი შეცდომები არ გავიმეოროთ პირველ რიგში, როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, ასევე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა. ის შანსი, რომელიც მოცემულია ოქტომბრის თვეში, აუცილებლად გამოსაყენებლია.
თუ რამე გამოცდილება მივიღე, ეს არის ველზე მუშაობა და ქართველ ამომრჩეველს ძალიან კარგად ვიცნობ. ამ შვიდი წლის განმავლობაში გავიცანი ის ადამიანები, ვისაც მოვწონვართ, ვისაც არ მოვწონვართ, ვისაც შეიძლება მოვეწონოთ, ვისაც შეიძლება არასოდეს აღარ მოვეწონოთ, ვიცნობ ამ ამომრჩეველს... მხოლოდ ოპოზიცია თუ დაუშავებს საკუთარ თავს, მხოლოდ ოპოზიცია თუ მოინდომებს და ახალი ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება მომდევნო წლის გაზაფხულზე, დანარჩენ ყველა სცენარში ქართული ოცნება განწირულია მარცხისთვის. 43%-ის აღებაში უბრალოდ ვერანაირი ზეციური ძალა ვერ დაეხმარება მათ და ამიტომ არიან ასეთი ანერვიულებულები, როგორებიც არიან.
განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გიორგი თარგამაძის ფორმულაში.