ევროკავშირი რჩება ჩართული და ერთგული რეგიონის მიმართ. ჩვენ არ დავუტოვებთ ამ რეგიონს სხვა აქტორებს.. ცხადია, რომ ევროკავშირი და ჩვენ სამი ქვეყანა მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. დღეს ვნახეთ ე.წ. ბორდერიზაციის გაგრძელება, რაც დაუშვებელია. ამ კონტექსტში მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ საქართველოს მოქალაქეების დაკავება არის ყოვლად უკანონო და ისინი დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, მას ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს და ის სრულად უნდა შესრულდეს.
განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.