logo
ENG


ტიკარაძე: ტურისტები ორჯერადად აცრის მიუხედავად, საქართველოში შემოსვლისას უნდა გაიტესტონ
  • 1935ნახვები

​დაცვა უნდა იყოს ორმაგი. ეს გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანია, მოვითხოვოთ ტურისტებისგან საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება გაცილებით მეტი გარანტი იმისა, რომ არ გვაქს გაყალბებულ დოკუმენტაციასთან საქმე. შესაბამისად, ტურისტების გადაადგილება იქნება გაცილებით უსაფრთხო ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საკმაოდ ფართოდ არის გაშლილი ტესტირების ცენტრები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის სააგენტოსთან ერთად ტურისტებს მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება არის მნიშვნელოვანი და სხვა უწყებების ჩართულობით მოხდეს ამის კონტროლი. ჯანდაცვის სამინისტრო თვლის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ტურისტი, რომელიც არის ორჯერადად აცრილი, მიუხედავად ვაქცინაციის სრული კურსისა, დამატებით იყოს საქართველოში გატესტილი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს რეგულაცია, მსგავსი პრაქტიკები სხვა ქვეყნებშიც არის სრულიად სამართლიანად.

 

განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა