ჩვენ ახლა მივდივართ ე.წ. ოქროს შუალედით, ანუ დანის პირზე მივდივართ. ერთი მხრივ ზაფხულია, ეკონომიკა მეტად იხსნება და აუცილებელია, რომ მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას, მაგრამ მეორე მხრივ აუცილებელია, ყველა რეგულაციის და რეკომენდაციის დაცვა, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს. ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია მოგეხსენებათ ბოლო 2-3 კვირის, მთელი ივნისის განმავლობაში, დგას დაახლოებით მსგავს მაჩვენებლებზე.
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. დღეს, 29 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი.