logo
ENG


ბოკერია მარშზე: პრინციპულია ღიად მხარდაჭერა, ვისთვისაც თავისუფლება ძვირფასია
გიგა ბოკერია
01 ივლ, 2021 17:11
ბოკერია მარშზე: პრინციპულია ღიად მხარდაჭერა, ვისთვისაც თავისუფლება ძვირფასია
  • 1235ნახვები

ერთი მხრივ, ქართული ოცნების ლიდერები და მეორე მხრივ, სასულიერო პირები აგრძელებენ პირდაპირ ძალადობის წახალისებას ამ განცხადებებით. სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ივანიშვილის რეჟიმს აქვს ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვის და ამ ვალდებულების შესრულების მაგივრად, ვიმეორებ, პირდაპირ სიგნალს უშვებს, რომ ზოგიერთ ჩვენ მოქალაქეს, მათი აზრით არ აქვს იგივე უფლებები, რაც ყველა დანარჩენს.

ეს არის საფრთხე არამხოლოდ ამ უმცირესობის ჯგუფისთვის, რომელიც ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების და ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის გამო, არამედ ყველა ჩვენთაგანის თავისუფლების საფრთხეა.

ამიტომ არის პრინციპული საკითხი ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა ყველა მოქალაქის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალის მხრიდან, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი და თავისუფლება არის ძვირფასი.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა