დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრების უფლება და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც ასრულებენ თავიანთ საქმიანობას. სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მათთვის, ვინც მას მხარს უჭერს.
ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც დღეს ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები ათობით მედიის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.