logo
ENG


ლომჯარია აქციაზე: მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ყველას დაანახოს, რომ ძალადობა დაკვეთა არაა
  • 718ნახვები

მინდა მეც გავავრცელო ინფორმაცია, რომ დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გაპროტესტება და გამიჯვნა გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშნელოვანი იქნება საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა!

წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მოქალაქეები დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტთან გუშინდელ ძალადობას გააპროტესტებენ. აქციაზე მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს დაესხნენ თავს, 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.



ასევე ნახეთ
close დახურვა