logo
ENG


რუსკა მაყაშვილი: ჯოჯოხეთი იყო, რაც გუშინ ვნახე, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს!
  • 3051ნახვები

სრული დაუცველობის შეგრძნება მქონდა გუშინ. გუშინ ყველამ დავინახეთ, რომ აბსოლუტურად დაუცველები იყვნენ ყველანი, ეს იყო რაღაც სიგიჟე, ქუჩაში ბავშვებს, ქალებს მისდევდნენ... მე რომ ცხვირზე პირსინგი მიკეთია, ამის გამო ქუჩაში ვერ უნდა გამოვიდე? საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ. რაც ვნახეთ, ნამდვილად მქონდა დაუცველობის შეგრძნება.

ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, რანაირად, როგორ, თუნდაც იმით, რომ დღეს გამოვიდეთ და დავდგეთ მშვიდად, წყანარად. ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს არის აქცია, სადაც ადამიანებმა უნდა დავგმოთ ძალადობა. არ აქვს მნიშვნელობა ქალზე, კაცზე, ბავშვზე, უნდა დაიგმოს ეს ყველაფერი. ეს იყო ჯოჯოხეთი, რაც მე გუშინ ვნახე, არ არსებობს ჩემ ირგვლივ ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს არ იზიარებს.

ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ძალადობა, თან ღმერთის სახელით, ეს არის საშინელება. ყველას ვთხოვ, რომ რაღაცნაირად გავახილოთ თვალები და ძალადობას არ დავუდგეთ გვერდში, პირიქით, ეს ყველაფერი უნდა განვდევნოთ, 21-ე საუკუნეა, არ შეიძლება ასე ცხოვრება.

ასე ეხმაურება ფორმულას გადაცემა კომენტარში მსახიობი რუსკა მაყაშვილი ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მონაწილეების მხრიდან მედიასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას. საზოგადოება დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ გუშინდელ ძალადობას გააპროტესტებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა