logo
ENG


ბოკერია: დღეს ვართ ისტორიულ მომენტში, არ გვაქვს უფლება, რომ ეს ბრძოლა წავაგოთ
გიგა ბოკერია
06 ივლ, 2021 21:23
ბოკერია: დღეს ვართ ისტორიულ მომენტში, არ გვაქვს უფლება, რომ ეს ბრძოლა წავაგოთ
  • 785ნახვები

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმ უმძიმესი დღის შემდეგ, როცა ჩვენ ყველას ძალიან გარკვევით და საგანგაშო სისასტიკით და მასშტაბით კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა მთავრობამ, რომ მზადაა შეეკრას და დაგეგმოს პროპუტინისტურ ჯგუფებთან ერთად ან უბრალოდ სიძულვილზე აღზრდილ ადამიანებთან ერთად ეს ძალადობა და ამ პროპუტინისტურ ჭაობში ჩატოვოს ქვეყანა, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. 

ყველამ დაინახა მგონი, რამხელა საფრთხის წინაშე ვართ არამარტო გარე მტრის გამო, რომელიც რა თქმა უნდა, მთავარი საფრთხეა და მემკვიდრეა საბჭოთა ტირანიის. მემკვიდრე ჰყავს ამ ტირანიას - პუტინის რუსეთი, რომელიც ამავე მეთოდებით იბრძვის და ჩვენ გვაქვს დამატებითი უბედურება, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით გარე მტრის მოკავშირე მთავრობა გვყავს და სასულიერო პირები, რომლებიც მზად არიან ამ ჭაობში იყვნენ და ყველას თავისუფლება შესწირონ.

დღევანდელი შეკრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველამ დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში არის არა ერთი, არამედ ათასობით მოქალაქე, ვინც არ დათმობს ყველას თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს, მაგრამ ერთი დღე საკმარისი არ არის. ეს სამწუხაროდ არ არის ერთდღიანი ბრძოლა. დღეს ვართ ისტორიულ მომენტში, როდესაც არ გვაქვს უფლება, რომ ეს ბრძოლა წავაგოთ და შანსი, დავბრუნდეთ თავისუფალ სამყაროში, არ გამოვიყენოთ.

განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ გადაცემა პოლიტმეტრში. რუსთაველის გამზირზე აქცია "თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა