logo
ENG


გაბუნია: ახალი ტალღის თავიდან ასაცილებლად ვაქცინაციის სწრაფი განხორციელებაა საჭირო
  • 853ნახვები

ეპიდვითარება ნამდვილად საყურადღებოა. შემთხვევების რაოდენობა ამ კვირაში 1000-ია, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. აქ მთავარი ისევ და ისევ რჩება პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება. ის, რომ ჩვენ პირბადეზე უარს დიდი ხანი ვერ ვიტყვით, ეს ამბავი არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ ერთნაირად გავაცნობიეროთ და დავიცვათ ის წესები, რაც აქამდე მოთხოვნილი იყო და ახლაც გრძელდება.

სოციალური თავყრილობა კვლავაც სარისკოა. სხვა გამოსავალი იქნება ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი განხორციელება. ეს არის ჩვენი მთავარი გადაწყვეტა მოსალოდნელი ახალი ტალღის თავიდან აცილებისთვის...

თუ ვაქცინაციას სწრაფად არ გავაკეთებთ და ისევ და ისევ არ გავაგრძელებთ პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებას, რისკები იქნება. მაქსიმალური მოწოდება საზოაგდოების მხარდაჭერისკენ, მოქალაქეების აქტიურობისკენ როგორც ვაქცინაციის პროგრამაში, ასევე პირადი დაცვის საშუალებების და წესების ზედმიწევნით შესრულების ნაწილში. ეს რესურსი გვაქვს დღეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღა.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა