logo
ENG


დეკანოზი: რუსული ძალა ეკლესიაში უპირობოდ მძლავრობს, EU-ს დროშა შეგნებულად დაწვეს
  • 1319ნახვები

ევროკავშირის დროშა შეგნებულად დაწვეს. ეს არის შეგნებულად გაკეთებული, იმისთვის რომ ჩვენ დავკარგოთ ჩვენი ძირითადი პარტნიორი და ვიყოთ განწირულები. ამას ვინც ახალისებს ყველამ ვიცით, ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია, ის იმპერიალისტური მახინჯი ძალა, რომელიც არის ჩრდილოეთით და მისი მხარდამჭერები, მე-5 კოლონა, რომელიც ყველგან არის, ისინი ეკლესიაში მძლავრობენ. პუტინს გამოცხადებული აქვს, რომ ის არის მართლმადიდებლობის მფარველი და უპირისპირდება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომელიც არის მსოფლიო პატრიარქი...აქ დიდი ფულია, დიდი ორგანიზება.

განაცხადა დეკანოზმა ზაზა თევზაძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი. შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა მოხსნეს და დაწვეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა