logo
ENG


წერეთელი: ბოდიშს ვუხდი ლექსოს ოჯახს, ვერ დავიცავი ჩემი თანამშრომლის სიცოცხლე
  • 947ნახვები

დღეს ლექსო ლაშქარავა არის ამ ქვეყნის თავისუფლების სიმბოლო. მე მინდა, განსაკუთრებით მივმართო მშობლებს, ვისაც ჰყავს ჩემხელა შვილი, ან მეტის, ან ნაკლების, მნიშვნელობა არ აქვს, დღეს ლექსოს დედას გაუთენდა დღე, მისი შვილი არის გარდაცვლილი, იცით რატომ? იმიტომ, რომ ახალგაზრდა ბიჭი გადაეფარა 20 წლის გოგოს, რომ არ ჩაექოლათ და არ მოეკლათ. სამწუხაროდ, თვითონ ჩაქოლეს და მოკლეს. დღეს ჩვენ არაფერი აღარ დაგვრჩა, გარდა სოლიდარობის ერთმანეთის მიმართ.

გამოდით, მშობლებო. მე, როგორც ერთი მშობელი, აქ ვდგავარ, რათა დავიცვა ჩვენი შვილების  ჯანმრთელობა არის თუ სიცოცხლე, მე, საწმუხაროდ, ვერ დავიცავი ჩემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე.  ბოდშის ვუხდი მის ოჯახს, მე ვთვლი ჩემს თავს დამნაშავედ იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოს იმედი მე არ მაქვს. ბოდიშს ვუხდი მე მშობლებს, მის მეგობრებს, ნათესავებს, ბოდიშს ვუხდი მთელ ქვეყანას იმიტომ, რომ მე ვერ დავიცავი ჩემი თანამშრომლის სიცოცხლე. მშობლებო, გამოდით. 

თქვა ქართული ოცნების ოფისთან გამართულ ბრიფინგზე TV პირველის დირექტორმა ვატო წერეთელმა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. საპროტესტო აქცია 18:00 საათზე, პარლამენტთან გაიმართება.



ასევე ნახეთ
close დახურვა