logo
ENG


გრიგოლია შსს-ს: არ გაბედოთ მიცვალებულის შეურაცხყოფა! ყველამ ნახა, რა დღეში ჩააგდეს ლექსო
  • 1435ნახვები

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მედიას კლავენ. მოვისმინე შსს-ს განცხადებები, არ გაბედოთ მიცვალებულის შეურაცხყოფა, ამას ვაფრთხილებთ! მთელმა ქვეყანამ ნახა, რა მდგომარეობაში ჩააგდეს, რა მძიმედ იყო. რაც არ უნდა მობოდონ ახლა თავიანთი გამოძიებით, არავის აინტერესებს. ეს გამოძიება თავიდანვე ეჭვქვეშ იცით რატომ დავაყენეთ? იმიტომ, რომ მთელმა ქვეყანამ ნახა მიცვალებული როგორ ჩადეს ცელოფანში, სირბილით შეიყვანეს ლიფტში, გაიჭედა ლიფტი, გამოიყვანეს... ახალი სპეცოპერაცია მოუწყეს ლექსოს. არავის აინტერესებს გამოძიების პასუხი. მთელმა ქვეყანამ იცის აქ 5 ივლისს რა მოხდა. ეყოთ გამბედაობა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ. პრემიერი, რომელმაც 5 ივლისს, დილით, თავისი განცხადებით მწვანე აუნთო მოძალადეებს, უნდა გადადგეს.

ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს. ბრიფინგზე შსს-მ ნარკოტიკებით ზედოზირებაზე მიანიშნა. ეს ვერსია მანამდე შავრაზმულ მედიაში გამოჩნდა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა