logo
ENG


გრიგოლია: ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, არ გავაშუქებთ არაფერს ლექსოს სიკვდილის გარდა
  • 975ნახვები

რამდენიმე დღის წინ, ტვ პირველში შემოვარდნას რომ აპირებდნენ, ლექსო საავადმყოფოდან გამოიპარა ხალათით, ხალათით მოვიდა და იქ მითხრა: ეს საქმე ხომ უნდა მივიდეს ბოლომდეო? არ მაქვს ამ ქვეყანაში გამოძიების იმედი და ხომ წავიღებთ სტრასბურგშიო? მე ახლა მინდა, მკვდარ მივცე პირობა - ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, არ გავაშუქებთ არაფერს ლექსოს სიკვდილის გარდა. ჩვენ მივიყვანთ, ლექსო, ამას ბოლომდე.

თქვა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მასშტაბურ აქციაზე ინგა გრიგოლიამ. TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს გარდაიცვალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა