logo
ENG


ეკა მიშველაძე: ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა, როგორია გაბრაზებული მედია
  • 1479ნახვები

ქვეყანას მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში. ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ აქვს, ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის დროს ხოცავენ. და ლექსო მოკლეს. 

და არანაირ პრესკონფერენციას, არანაირ ექსპერტიზას აზრი არ აქვს. 

თქვენსას არაფერს არ გავაშუქებთ, იმიტომ რომ თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს. და ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა. ახლა გაჩვენებთ იმას, რაც ვერავინ გააკეთა 9 წლის განმავლობაში. ამას ჩვენ გავაკეთებთ. მედია გააკეთებს. გაჩვენებთ, როგორია გაბრაზებული მედია. მედია, რომელიც გიფრთხილდებოდათ, რომელიც ეთერში გიწვევდათ და თქვენ არ მოდიოდით. თქვენგან წიხლის გარდა არაფერი მიგვიღია. და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ მოკალით 36 წლის უდანაშაულო ბიჭი. ამას ვერ გაამართლებთ, უნდა წახვიდეთ, უნდა დამთავრდეთ, უნდა დასრულდეს. ღარიბაშვილო, უნდა გეყოს ძალა. თუ გინდა, გქონდეს მომავალი, წადი. წაიყვანე შენი მარიონეტები, ბიძინა ივანიშვილო. 

და სამღვდელოებავ, ისინი, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, თქვენ არ გაქვთ უფლება, ილაპარაკოთ ღმერთის სახელით. გაიკრიჭეთ წვერი და თქვენც წადით, არც გამოხვიდეთ, არც იქადაგოთ. იმიტომ, რომ სამარცხვინოები ხართ. 

თქვა ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ ანტისამთავრობო აქციაზე , რომელიც 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა