შსს ყველაფერს აკეთებს იმის დასამტკიცებლად, რომ ლაშქარავა ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და ამით ცდილობს გადაარჩინოს ღარიბაშვილის სკამი. სხვას არაფერს ემსახურება ეს ე.წ. საზოგადოების ინფორმირება, სამარცხვინო, არაფრისმომცემი ვიდეოჩანაწერების ჩვენება და ჭორების მოყოლა, აფთიაქში რომ შესულა ადამიანი და სავარაუდოდ არაფხიზელი რომ იყო. ამის ნახევარი არ გაუკეთებიათ მოძალადეების დასაჭერად
წერს იურისტი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ზე. შსს-მ "საზოგადოებრივი ინტერესის" მოტივით ლაშქარავას გადაადგილებაზე მორიგი ბრიფინგი გამართა.