logo
ENG


გრიგოლია: დამიჭირე თუ მაგარი ბიჭი ხარ, ვის გაუბედე მუქარა ირაკლი ღარიბაშვილო!
  • 882ნახვები

ტრი-ტრის კიდევ ერთხელ ვეტყვი, თუ ხარ მაგარი ბიჭი ირაკლი, მოდი და დამიჭირე. შენ გემორჩილება ყველა. აიღე პასუხისმგებლობა. შენ ვის გაუბედე დღეს ირაკლი ღარიბაშვილო! მოგმართავ პირადად, ვის გაუბედე, რომ დაგვემუქრე! ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გვადანაშაულებ, როცა ჩვენ აქ გამოგვიყვანა ჩვენი კოლეგის ტრაგედიამ და თქვენს მიერ მოწყობილმა სპეცოპერაციამ. ირაკლი ღარიბაშვილი ნახავს, როგორი არის მედიის ძალა.

ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარას. მასიური ძალადობის შემდეგ, ღარიბაშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებს დაემუქრა და თქვა, რომ თუ აქციის მონაწილეების ქმედებები კანონის ფარგლებს გასცდება, ამისთვის "ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი".

 


ასევე ნახეთ
close დახურვა