logo
ENG


ჟორჟოლიანი: მხედრიონელ მეუფე იაკობს რა შეხება აქვს ღმერთთან, ღარიბაშვილის ხელის ბიჭია
  • 1737ნახვები

მთავარი ამბავი არის ირაკლი ღარიბაშვილი. როგორ ბედავს, რომ მაყურებელს მოატყუოს, რომ თითქოს ჩვენ აქ პატრიარქის დაკავებას ვითხოვდით. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ მისი მხარდამჭერები არიან ცხვრები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ აქციის ტრანსლაციას უყურეს, მაინც იმას დაიჯერებენ, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, იმიტომ რომ ღარიბაშვილი არის ცხვარი. თვითონ რასაც ბიძინა ამბობს, იმის სჯერა... ჩვენ გაბრაზებულები ვართ იმ წვერიან ანაფორას ამოფარებულ კრიმინალებზე, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ეს ტიპები დასჯილები არ არიან, იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილი... მეუფე იაკობი რომ ღარიბაშვილის ხელის ბიჭია ეს ყველამ იცის. მეუფე იაკობს რა შეხება აქვს ღმერთთან - მხედრიონელ მოძალადეს, არაფერში რომ არ წერია მისი განცხადებები. დღეს გამოვიდა და განცხადება გააკეთა: სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა უნდათო. სააკაშვილი მოვა თუ არა ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს არჩევნებზე...ჩვენ გვინდა, რომ წავიდეს ღარიბაშვილი, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ ვიცხოვროთ. უნდა წავიდეს ყველაზე სამარცხვინო და ყველაზე მოძალადე ღარიბაშვილი... დღეს ყველანი ვიკრიბებით 18:00 საათზე.

განაცხადა მთავარი არხის ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჯოლიანმა ფორმულას ეთერში.  მასიური ძალადობის შემდეგ, ღარიბაშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებს დაემუქრა და თქვა, რომ თუ აქციის მონაწილეების ქმედებები კანონის ფარგლებს გასცდება, ამისთვის "ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი".



ასევე ნახეთ
close დახურვა