logo
ENG


ჭოხონელიძე: გამაოგნეს ანაფორიანმა ადამიანებმა, რომელთაც ვეღარ ვუწოდებ ღვთის მსახურებს
  • 2331ნახვები

რით მოგწამლეს ასე, რომ ასეთი ზიზღი ჩანერგეს ხალხში, ვინც ასე გამეტებით ურტყავს და იმეტებს თავის თანამოქალაქეს?! მე გამაოგნეს ანაფორიანმა ადამიანებმა, რომელთაც ვეღარ ვუწოდებ ღვთის მსახურებს. ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ხალხმა ჩაიდინა, მრევლმა, რომლებიც ძალიან იჩემებენ რომ ქრისტიანები არიან, მართლმადიდებლები არიან, ღმერთის სწამთ და ღმერთის ეშინიათ, ეს სწორედ ამ ანაფორიანი ხალხის ძალისხმევით მოხდა. თვითონ ამბობენ, რომ არც ერთ მღვდელს არ დაურტყამს, მაშინ როდესაც შენ უბიძგებ ათეულობით ადამიანს ეს გააკეთოს, ეს არ არის დარტყმა?!

განაცხადა მომღერალმა და პიანისტმა თამრიკო ჭოხონელიძემ 5 ივლისის მოვლენების შეფასებების ფორმულას ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა