logo
ENG


ხუნაშვილი საპატრიარქოზე: მათ მოვალეობად მიმაჩნია ღარიბების დახმარება, სიყვარულის ქადაგება
  • 1714ნახვები

მე ჩემი სათქმელი ვუთხარი ხმამაღლა მეუფე იაკობს. ჩემი სათქმელი იყო ის, რომ მე მინდა, ვიცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანები სულიერად იქნებიან სინათლით მოსილნი, სადაც ახალგაზრდობას აღარ ექნება სიმართლის თქმის შიში, სადაც დაცული იქნებიან ჟურნალისტები, სადაც აღარასდროს აღარ მოხდება ასეთი შემთხვევა და არ იქნება ძალადობა. მე მინდა, ვიხილო ისეთი საპატრიარქო, სადაც ყველანაირად ეცდებიან, რომ ადამიანის სული განწმენდილი და ამაღლებული იყოს.

ყველამ იცის დღეს საქართველოში, რა სიტუაციაა საპატრიარქოში, ეს ადამიანები, რომლებსაც უფლის სახელით ჩვენი თავი სიყვარულისკენ, სინათლისისკენ უნდა მიჰყავდეთ, პირიქით, გვანახებენ ისინი, რომ ამ ნივთიერ მატერიალურს როგორ არიან დაპატრონებული და მე ვერ წარმომიდგენია, მე ისინი ამ ქვეყნიერი ცხოვრებისთვის მკდვარი მგონია, მე მათ მოვალეობად მიმაჩნია ღარიბების დახმარება, გაჭირვებულის ნუგეშისცემა, მადლის გაკეთება, სიყვარულის ქადაგება და არა ის, რასაც ქადაგებს მეუფე იაკობი ამ ბოლო დროს - მოვუვლით, ასე მოვიქცევით, ისე მოვიქცევით. მე სხვანაირი საპატრიარქო მინდა მქონდეს.

თქვა ფორმულას გადაცემა კომენტარში ანა ხუნაშვილმა, რომელიც გუშინ, 12 ივლისს მეუფე იაკობს დაუპირისპირდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა