logo
ENG


მამა ზაზა: გვინდა ლიბერალური დემოკრატია, სადაც ყველა მოქალაქის უფლება დაცული იქნება
  • 1871ნახვები

ეკლესიიდან უნდა ისმოდეს ქრისტეს ხმა, ხმა სიყვარულის, ხმა ჩაგრულთა დაცვის. იმიტომ რომ ვინ, თუ არა ქრისტე, თუ არა მისი მსახურები უნდა ესარჩლებოდნენ ყველა უმწეოს. როგორ შეიძლება, უმწეომ და უმცირესობამ ძლიერი დაჩაგროს. როგორ შეიძლება, სუსტმა ძლიერი დაჩაგროს, ძლიერი დაიმონოს. ეს ხომ ნონსენსია. ეს ხომ რაღაც ლოგიკური პარანოიაა. 

რომელ სახელმწიფოს ვაშენებთ - რელიგიური, ისლამური რესპუბლიკის მსგავსი, თუ ის საზოგადოება, ის ლიბერალური დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ყველა მოქალაქის უფლება იქნება დაცული და ის ხელისუფლება უნდა არსებობდეს, რომელიც ამის დაცვის გარანტად მოგვევლინება. 

თუ ვინმეს არ შეუძლია, კეთილი ინებონ და დატოვონ ეს სივრცე და მიანდონ სხვას. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ არც ამისი უნარი აქვთ და არც ამის სურვილი, სულ სხვანაირად ხედავენ რეალობას. 

თქვა მამა ზაზა თევზაძემ ფორმულას ეთერში. მან ირაკლი ღარიბაშვილის 12 ივლისის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, "უმრავლესობის ნებას ყველანი უნდა დავემორჩილოთ და ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრაველობის ბედს".



ასევე ნახეთ
close დახურვა