logo
ENG


მეგრელიშვილი: შეიძლება, რომ დრო დავხარჯოთ იმაზე, გადადგება თუ არა ღარიბაშვილი? არ მაინტერესებს
  • 1641ნახვები

ხომ უნდა შეგვეძლოს ვთქვათ, რა არის ჩვენი პრიორიტეტი? არის დასჯა შს მინისტრის და ღარიბაშვილის, რაც ჩემი აზრით სრულიად უშინაარსოა, ოპოზიცია დღეს ამას ითხოვდეს სასაცილოა, ჩემი აზრით.

ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები არიან მარიონეტები, ანუ ხელისუფლება არის სრულიად განსხვავებული ადამიანების ჯგუფის ხელში, ვიდრე ჩვენ ამას ვუყურებთ. თუ ასეთი დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას ამ ადამიანების მიმართ, რა მნიშვნელობა აქვს ღარიბაშვილი იქნება საქართველოს პრემიერმინისტრი, თუ კობახიძე ჩაანაცვლებს. შეიძლება, რომ ეს ძვირფასი თვეები, ანუ ორ-ნახევარი თვე დავხარჯოთ იმაზე გადადგება თუ არა ღარიბაშვილი? აი, საერთოდ არ მაინტერესებს, პირიქით, არ მინდა, რომ გადადგეს, ანუ მინდა რომ მშვიდად მივიდეთ 2 ოქტომბრამდე.

ამის შესახებ გირჩის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა