logo
ENG


სენატორი კარდინი: სამარცხვინოა, რომ ოცნება ყურადღების გადატანას ჟურნალისტებზე ცდილობს
ბენ კარდინი
15 ივლ, 2021 21:35
სენატორი კარდინი: სამარცხვინოა, რომ ოცნება ყურადღების გადატანას ჟურნალისტებზე ცდილობს
  • 843ნახვები

ბოლო პერიოდში, ჟურნალისტებზე თავდასხმა თბილისში შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ამ ძალადობის შემოქმედები უნდა გასამართლდნენ. 5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო ქართული ოცნების ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ

განაცხადა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინიმ. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა