logo
ENG


ჯაფარიძე ოცნებაზე: თავისუფალ მედიას ბოიკოტი გამოუცხადეს, ეს ძალადობრივი ჯგუფების წაქეზებაა
  • 1001ნახვები

თავისუფალ მედიას გამოუცხადეს ბოიკოტი. ეს ჩემთვის არის წაქეზება ძალადობრივი ჯგუფების, რომ იგივე გაიმეორონ, რაც 5-ში მოხდა. ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლება ბოიკოტს უცხადებს სწორედ იმ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ძირითადი შეტევის ობიექტები იყვნენ. თუკი დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ არ ელაპარაკება ამ არხების კორესპონდენტებს, ხმას არ სცემს, ეს ნიშნავს, რომ ახალისებს და კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ესენი შეტევის ობიექტები უნდა იყვნენ, რადგან მათ არ ელაპარაკებიან, "მტრები არიან". ეს არ შეიძლება, დამღუპველია. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საზოგადოების დაყოფისაკენ, მდგომარეობის გამწვავებისკენ.

განაცხადა პარტია ლელოს ერთერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. ქართული ოცნების წევრმა გია ვოლსკიმ დღეს თქვა, რომ პარტია კრიტიკულ ტელევიზიებთან კომუნიკაციას სრულად წყვეტს. ოცნების წევრები კრიტიკული ტელევიზიებს ბოიკოტს აქამდეც უცხადებდნენ, არ დადიოდნენ მათ ეთერებში



ასევე ნახეთ
close დახურვა