logo
ENG


ჩიჩუა: ინკვიზიცია ღმერთის სახელით იყო, იფიქრეთ შვილებზე, რომ სადმე ბნელ კუთხეში არ ჩაქოლონ
მაკა ჩიჩუა
17 ივლ, 2021 18:59
ჩიჩუა: ინკვიზიცია ღმერთის სახელით იყო, იფიქრეთ შვილებზე, რომ სადმე ბნელ კუთხეში არ ჩაქოლონ
  • 1954ნახვები

ბრძოლაა საჭირო, რომ შევინარჩუნოთ ფერადოვნება. თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება, ყველა ადამიანის უფლებაა. ღმერთის შვილები ვართ ყველა. ნუ შეგეშლებათ, ნუ აფუჭებთ ქრისტეს მოძღვრებას, ნუ აბნელებთ, რევოლუციონერი იყო ქრისტე. იცოდეთ, კარგად გადაიკითხეთ ახალი აღთქმა და ყველანი მიხვდებით სინამდვილეში რას ამბობდა. ღმერთის სახელით რა არ ხდებოდა - ინკვიზიცია ღმერთის სახელით იყო, ჯვაროსნებმა ღმერთის სახელით დახოცეს ხალხი. ამას გვეუბნებოდა მაცხოვარი? ამიტომ ყველამ იფიქრეთ თქვენს შვილებზე, რომ ხვალ შეიძლება ფერადი მაისურის და ვარცხნილობის გამო, ჩაქოლონ სადმე ბნელ კუთხეში

განაცხადა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პარლამენტთან მიმდინარე მედიის აქციაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა