logo
ENG


ელისაშვილი: ვისურვებდი, გომელაური გამოვიდეს და თქვას, რომ დატოვა თანამდებობა
  • 1331ნახვები

მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ გამოვიდეს ბატონი გომელაური, თქვას რომ მან თავი ვერ გაართვა თავის უფლებამოსილებას 5 ივლისს, ვერ დაიცვა მოქალაქეები წინასწარ დაანონსებული ძალადობისგან და თქვას, რომ დატოვა თანამდებობა. ეს იქნებოდა ძალიან სწორი, ღირსეული და სახელმწიფოებრივი, პასუხისმგებლობით სავსე ქმედება. ვნახოთ, ასე იქნება თუ არა, არ ვიცი. 5 ივლისის გამო, მან უნდა დატოვოს თანამდებობა.

 

განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა