კახა კალაძის მხარდაჭერა იგივეა რაც ირაკლი ღარიბაშვილის, გურამ ფალავანდიშვილის. იგივეა ალტ-ინფოს მისცე ხმა პირობითად, იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალადობრივი ჯგუფები დააორგანიზეს და ფაქტობრივად სადამსჯელო ოპერაცია განახორციელოს. აქ აღარ არის სახელგვარებში საქმე, აქ არის პასუხისმგებლობებზე საუბარი. ცხადია, რომ ადამიანებს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივ რამეებს შორის მოუწევთ, "ოდნოკლასნიკებსა" და Facebook-ს შორის, მოსკვიჩსა და მერსედესს შორის, რუსეთსა და დასავლეთს შორის. არჩევანი ძალიან მარტივი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა გვარებს
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ფორმულას გადაცემაში კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა, ხოლო ფორმულას ცნობით, კვირის ბოლოს თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას წარადგენენ.