logo
ENG


ხაბეიშვილი: 8-9 თეთრით რომ გაუძვირდათ თბილისელებს გაზის გადასახადი, ეს კალაძის წილია
  • 755ნახვები

ყაზტრანსგაზის დირექტორი იყო მისი ძმაკაცი [გია] ბენაშვილი, რომელიც პარლამენტში შეიყვანა. მერე მამუკა კობახიძე იყო სატრანსპორტო სამსახურის უფროსი კალაძის დროს და თან თბილისი ენერჯის ხელმძღვანელი. ანუ, პირდაპირ მისი ბიზნესია. თბილისელებმა უნდა იცოდნენ, 8-9 თეთრით რომ გაუძვირდათ რამდენიმე კვირის წინ ბუნებრივი აირის, გაზის გადასახადი, პირდაპირ კალაძის წილია. იმ ადამიანის, რომელიც მონდომებით გიყვებოდათ 2011 წელს, რომ ელექტროენერგიის გადასახადზე პოლიტიკურ ფასს იხდიდით თურმე და ბუნებრივი აირის გადასახადიც განახევრდებოდა და ელექტროენერგიისაც. არჩევნები რომ გააყალბეს იქიდან რამდენიმე თვეში ამ კაცმა გაზის ტარიფი გაუძვირა თბილისელებს. ამიტომ, ძვირფასო თბილისელებო, უნდა იცოდეთ, რომ როდესაც დააპირებთ ხმის მიცემას კალაძისთვის, ეს არის დამატებით ახალი გადასახადებისთვის, გაზის ტარიფის გაძვირებისთვის, კრიმინალისთვის, ძალადობისთვის, ღარიბაშვილისთვის ხმის მიცემა.

 

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გადაცემა კომენტარში. გუშინ, 20 ივლისს, ქართულმა ოცნებამ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა