logo
ENG


მელია: ბალანსს ვაყალიბებთ საკრებულოსა და მერიას შორის, რაც არც წინა მთავრობის დროს იყო
ნიკა მელია
26 ივლ, 2021 22:49
მელია: ბალანსს ვაყალიბებთ საკრებულოსა და მერიას შორის, რაც არც წინა მთავრობის დროს იყო
  • 742ნახვები

ოპოზიციის ძირითადი ნაწილი აღმოჩნდა იმ სიმაღლეზე, როდესაც მოახერხა და თქვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ერთპარტიული მმართველობა დედაქალაქისა უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ეს მოდელი რომლითაც შევედით კამპანიაში, იქნება მაგალითი სხვა ქალაქებისთვისაც. ჩვენ ვთვლით და გვწამს, რომ მომავალი ქართული სახელმწიფოს განვითარება გადის კოალიციურ დემოკრატიულ მმართველობაზე.

მერიის სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებულებს ნამდვილად მშვიდი ძილი უნდა ჰქონდეთ და არ უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ახლა მოვა ორი პარტიის წარმომადგენელი და მე გამათავისუფლებს და მოიყვანს საკუთარი პარტიის წარმომადგენლებს. ესეც დიდი პეწია ამ მოდელის. ჩვენ ბალანსს ვაყალიბებთ საკრებულოსა და მერიას შორის, რაც არ არსებობს ახლაც და არ არსებობდა წინა ხელისუფლების დროს. უნიკალური შანსი გვაქვს. ოპოზიციას არასდროს მოუგია დედაქალაქი, არც მერიის დონეზე. ახლა გვაქვს იმის შანსი, რაც დეკლარირების დონეზე ყველას უნდა, რომ იყოს - მრავალფეროვანი წარმომადგენლობა სხვადასხვა სახელისუფლებო შტოში. 

 

თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში".



ასევე ნახეთ
close დახურვა