logo
ENG


იმნაძე: ჭრელო პეპელას ვარიანტია, ერთი წელი მესმოდა, შეზღუდვები რატომ არისო
პაატა იმნაძე
27 ივლ, 2021 12:06
იმნაძე: ჭრელო პეპელას ვარიანტია, ერთი წელი მესმოდა, შეზღუდვები რატომ არისო
  • 804ნახვები

ჭრელო პეპელას ვარიანტია, ხო? ერთი წელი მესმოდა, შეზღუდვები რატომ არისო. 

ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა, რომ აღარ დასჭირდებათ შეზღუდვა. შეზღუდვა ის იქნება, რომ ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესი ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში. მაგალითად, ტურისტი რომ წავა აქედან ინფიცირებული და უკვე ბევრია ეგეთი შემთხვევა, მათ შორის ისრაელში, სინგაპურში, საიდანაც ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს. წარმოიდგინეთ, იმ სასტუმროში მერე იქიდან ვინმე გამოუშვებს ტურისტს? 

ჩემი აზრი ასეთია, რომ დღეს დაწესებული რეგულაციები უნდა აღსრულდეს, საკმარისი იქნება. 

ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე შეზღუდვების თავიდან დაწესებასთან დასმულ შეკითხვას. 27 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა