logo
ENG


მარგველაშვილი: მედია ბოლო ინსტიტუტია, რომლის დანგრევითაც ტოტალიტარულ სახელმწიფოს მივიღებთ
  • 1597ნახვები

ეს [მედიაზე თავდასხმები] არის სამწუხაროდ არა შემთხვევითი, არამედ აბსოლუტურად ლოგიკური, მიზანმიმართული პროცესი. მედია არ არის პირველი საფეხური ამ პროცესისა, მედია არის სამწუხაროდ ბოლო ინსტიტუტი, რომლის დანგრევის შემდეგაც ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად ტოტალიტარულ სახელმწიფოს. მარტივი შეჭმარიტებაა - დემოკრატიული საზოგადოება დგას ოთხ ძირითად ბურჯზე, ეს არის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ამ სამიდან რეალურად უზურპირებული, დევალვირებული და ლეგიტიმაცია დაკარგული არის სამივე. მეოთხე არის მედია. ეს მეოთხე ძირითადი კოლონაც თუ ჩამოინგრა და შეწყვიტა ფუნქციონირება, როგორც თავისუფალმა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების წყარომ, მაშინ სამწუხაროდ, მიღწეული იქნება ეტყობა ის მიზანი, რომელიც ჩადებული იყო ქართული ოცნების საფუძველში, რომ საქართველოსგან გაკეთდეს ტოტალიტარული სახელმწიფო. "ეტყობას" იმიტომ ვამბობ, რომ მეთოდურობა წინა სამი ინსტიტუტის განადგურებისა, სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში ვიგრძენით და ვნახეთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ მიმდინარეობს ინსტიტუტებთან ბრძოლა. მედიასთან ბრძოლა არის ერთი მხრივ კრიტიკულ აზრთან ბრძოლა, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ბრძოლა. თქვენი [მედიის] დამარცხებით დამარცხდება ის, რაც იყო ჩემი და წინა თაობების მიზანი, რასაც არაერთმა ადამიანმა შესწირა თავისი სიცოცხლე, ეს არის დემოკრატიული საზოგადოება.

 

განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა პოლიტმეტრში. ის მედიის წარმომადგენლების მიმართ გახშირებულ თავდასხმებს გამოეხმაურა.



ასევე ნახეთ
close დახურვა