logo
ENG


ჯეიმი ფლაი: ღრმად ვართ შეშფოთებული ჟურნალისტებზე თავდასხმებით, ეს დემოკრატიაზე თავდასხმაა
ჯეიმი ფლაი
28 ივლ, 2021 11:44
ჯეიმი ფლაი: ღრმად ვართ შეშფოთებული ჟურნალისტებზე თავდასხმებით, ეს დემოკრატიაზე თავდასხმაა
  • 602ნახვები

ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმებით, რაც ბოლო კვირების განმავლობაში აქ, საქართველოში ხდება. მედია საშუალებები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დემოკრატიაში და განსაკუთრებით კი ისეთ პოლიტიკურ გარემოში, როგორიც აქ არის. როდესაც ჟურნალისტებს თავს ესხმიან, ვფიქრობ ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ამ კვირაში პირადად ვესაუბრე პრემიერმინისტრს, შევატყობინე ჩემი შეშფოთება 5 ივლისთან დაკავშირებით. მე მას მოვუწოდე, რომ უკლებლივ ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო 5 ივლისის თავდასხმაში, დაეკისროს პასუხისმგებლობა, მათ შორის დამფინანსებლებს და ორგანიზატორებს. 

ამბობს რადიო თავისუფლების პრეზიდენტი, ჯეიმი ფლაი ფორმულასთან საუბრისას. ჯერემი ფლაის ვრცელ ინტერვიუს დღეს, 28 ივლისს გიორგი თარგმაძის ფორმულაში იხილავთ.



ასევე ნახეთ
close დახურვა