logo
ENG


კოლასი: შეგვაშოფთა 5 ივლისის ძალადობამ, პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის
დიეგო კოლასი
28 ივლ, 2021 13:38
კოლასი: შეგვაშოფთა 5 ივლისის ძალადობამ, პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის
  • 720ნახვები

პრესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველოსთვის. ჩვენ საქართველოს დასავლური მიმართულების, მისი დასავლურ, ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბების მტკიცე მხარდამჭერები ვართ. ამისთვის კი, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. შეგვაშოფთა 5 ივლისის ძალადობამ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გვარწმუნებს, რომ იქნება გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ ამ საფრთხეებს სიფრთხილით მოეკიდონ. მედიას უნდა ჰქონდეს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა. 5 ივლისს ჩადენილი ყველა დანაშაული გამოძიებული უნდა იყოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს შედეგები მოყვეს. 

განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა