logo
ENG


სამადაშვილი: თუ ყველაფერი ასე დარჩა, ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს
  • 1381ნახვები

ჩემი აზრია და ჩემი რეკომენდაცია იქნება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისთვის, რომ უახლოეს დღეებში ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი დელეგაციების ჩამოსვლა განიხილებოდეს და დემარშის გამართვა ოღონდ არა ღარიბაშვილთან ან ვიღაც სათამაშო თოჯინასთან, არამედ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრები უნდა მოითხოვონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. ჩვენ ეს ადამიანი უნდა გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, სადაც ის იღებს გადაწყვეტილებებს და არ აქვს არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს ამ ქვეყანას მართავს, გვეუბნება, რომ "დიახ, არ მაინტერესებს ევროკავშირი და აშშ და მაინტერესებს მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად".

თუ ყველაფერი დარჩება ისე როგორც არის, ჩემი აზრით დემოკრატიულმა ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.

თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გადაცემა კომენტარში. ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა