logo
ENG


კრამერი ღარიბაშვილზე: სწორი ნაბიჯი უნდა გადადგას და დაუყოვნებლივ გადადგეს
  • 952ნახვები

ვფიქრობ, იმ პირობებში, თუ პრემიერი დარჩება თავის თანამდებობაზე, იქნება შეშფოთებები [თვითმმართველობის] არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩემი გადასაწყვეტი არ არის ვინ უნდა ჩაანაცვლოს პრემიერი, მაგრამ მან თავისი ქმედებებით, რიტორიკითა და ქცევით, ანახა ის, რომ იგი არ არის შესაბამისი პიროვნება, რომ საქართველომ იმოძრაოს სწორი მიმართულებით. მან სწორი ნაბიჯი უნდა გადადგას და გადადგეს დაუყოვნებლივ. მე მწამს, რომ ასე უნდა მომხდარიყო თებერვალში, ორი კვირის წინაც ასე უნდა მომხდარიყო პრაიდთან დაკავშირებით საშინელი ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო. ქართული ოცნების გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, გახლავთ ის მიზეზი, რის გამოც უნდა გადადგეს პრემიერი.

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. გუშინ, 28 ივლისს, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი გუნდი უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში და აღნიშნავს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.



ასევე ნახეთ
close დახურვა