logo
ENG


კობახიძე: ლელოსავით 3%-ს ავიღებთ, თუ 93%-ს, რიგგარეშე არჩევნები მაინც არ დაინიშნება
  • 1297ნახვები

ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა. რომც ავიღოთ ლელოსავით 3% არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს, თუ დავინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული, იმისთვის, რომ ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში, ყველაფრისგან დამოუკიდებლად ჩვენ მივიღებთ ჩვენი კეთილი ნებით ამ გადაწყვეტილებას.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა