logo
ENG


მშვენიერაძე: ან ვერასდროს წინ ვეღარ წავიწევთ, ან უბრალოდ ვცვლით ივანიშვილის ავტორიტარიზმს
  • 617ნახვები

თუ ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული ძალაუფლება, ის აკონტროლებს პარლამენტს, სასამართლოს, პროკურატურას და სუს-ს და მთავრობას, შეუძლებელია ამ შტოებმა ერთმანეთის კონტროლი შეძლონ მაშინ, როცა ბრძანება შესაძლებელია სულ ზევიდან მოდიოდეს. ამიტომ, თუ ჩვენ დღეს ამ ქვეყანაში არსებითი ცვლილებები გვინდა, შეუძლებელია რაიმე შეიცვალოს და რაიმე რეფორმა ჩატარდეს, თუ არ იცვლება ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი. ეს არის ძალიან ცხადი და უნდა გვესმოდეს კარგად. უბრალოდ, ვერანაირი რეფორმა ვერ შედგება. არჩევანი ასეთია - ან ვიქნებით ყოველთვის ისეთები, როგორიც დღეს ვართ და ვერასდროს წინ ვეღარ წავიწევთ ან უბრალოდ ვცვლით ივანიშვილის ავტორიტარიზმს.

ამბობს GDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე გიორგი თარგამაძის ფორმულაში. გუშინ, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუს-ი ივანიშვილისთვის საჯარო პირების პირადი ცხოვრების ანგარიშებს ამზადებდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა