logo
ENG


გაბუნია: პირბადის გამოყენება როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეში, მკაცრად რეკომენდირებულია
  • 1788ნახვები

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც უკვე დაწესებულია, აღსრულდეს. დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე. ასევე, მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით. პირბადე არის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება, ამდენად ყველა მოქალაქესთან ჯანდაცვის სექტორს აქვს რეკომენდაცია - მისი გამოყენება როგორც გარე სივრცეში, ასევე დახურულ სივრცეში მკაცრად რეკომენდირებულია. 

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. 3 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის  4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 34 ადამიანი.



ასევე ნახეთ
close დახურვა