logo
ENG


იმნაძე: ჩვენ ყოველთვის ვართ მომხრე მეტი შეზღუდვების
პაატა იმნაძე
03 აგვ, 2021 12:53
იმნაძე: ჩვენ ყოველთვის ვართ მომხრე მეტი შეზღუდვების
  • 1100ნახვები

ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ მეტი შეზღუდვების, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, შვედები არ ვართ ჩვენ. არის ხალხი, ვისაც შეზღუდვა პრაქტიკულად არ სჭირდება იმიტომ, რომ თვითონ იცავს წესებს. შვედისთვის ორმეტრიანი კი არა, სამმეტრიანი დისტანცია ცხოვრების ნორმაა ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგანან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ვართ მეტი შეზღუდვების მომხრე. 

თუმცა, დღეს არის გამოსავალი, დიდი ხანია ეს შესაძლებლობა არის – აცრა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. ახლა მთავარი ესაა, რომ ადამიანი არ დაიღუპოს და მეორე კიდევ ის, რომ სამედიცინო სექტორმა შეძლოს, გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.



ასევე ნახეთ
close დახურვა