logo
ENG


ზურაბიშვილი: 5 ივლისს ქაშუეთთან გავიარე, ვნახე, რომ ხალხი სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული
  • 1995ნახვები

საერთოდ გაუგებარია, არ შეიძლება ამ ფორმის ძალადობის გამოყენება ჟურნალისტებზე. მგონი, ამის აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთში იქნებოდა შეხვედრა, 2 პარაკლისი, რა პარაკლისი?! მე გავიარე ეკლესიის წინ დილით და ვნახე, რომ ეს ხალხი, ვინც იქ იყო თავმოყრილი სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული. როდესაც ხელისუფლება ხარ და შესაძლებელია ეს გადაიზარდოს სხვა რამეში, ამის აკრძალვა, წესრიგის დაცვა აუცილებელია და არის პირველი მოვალეობა. სამწუხაროა, რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა ამაში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც, განცხადებებით.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმედის ეთერში 5 ივლისზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით, რა დროსაც 53 ჟურნალისტი დაშავდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა