logo
ENG


ჩხაიძე: როდესაც ექიმი მოუწოდებს, რომ არ გაიკეთოთ ვაქცინა, ეს ადამიანი პროფესიული დამნაშავეა
ივანე ჩხაიძე
20 აგვ, 2021 21:46
ჩხაიძე: როდესაც ექიმი მოუწოდებს, რომ არ გაიკეთოთ ვაქცინა, ეს ადამიანი პროფესიული დამნაშავეა
  • 1579ნახვები

ჯერ კიდევ თებერვალში, როდესაც საქართველოში იგეგმებოდა ვაქცინის შემოტანა, მაშინ გამოჩნდა, რომ ექიმებიც მცირე ნაწილი წინააღმდეგია ამ პროცესის და ძალიან ბევრი გამოდიოდა ტელევიზიით და ამბობდა - "მე არ გავიკეთებ ვაქცინას იმიტომ არ ვიცი, რა არის". როდესაც ექიმი ამბობს, რომ არ იცის ვაქცინა რა არის, ეს არის ექიმი, რომელსაც კითხვა არ შეუძლია, ინტერნეტით სარგებლობა არ შეუძლია და 15 წუთი არ აქვს, რომ წაიკითხოს და ნახოს, რა არის ვაქცინა. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რომ ამ ადამიანების რაოდენობა რადიკალურად შემცირდა.

როდესაც დიპლომირებული სპეციალისტი, ექიმი ამბობს, რომ არ გაიკეთო ვაქცინა, ეს ადამიანი მისი პროფესიისგან ძალიან შორს არის. ეს ადამიანი პროფესიული დამნაშავეა. არ შეიძლება ექიმმა ეს ხმამაღლა განაცხადო. თუ შენ გაქვს სურვილი და არ იკეთებ ვაქცინას გარკვეული სუბიექტური მოსაზრების გამო, ეს შენი არჩევანია, მაგრამ როდესაც ექიმი ამას მოუწოდებ, ეს არის დანაშაული. ძალიან ცუდია, რომ ქვეყანაში არ არსებობს მექანიზმი იმისა, რომ ასეთ ადამიანებს შესაბამისი პასუხი გაეცეს.

თქვა პედიატრმა ივანე ჩხაიძე გადაცემა კომენტარში.



ასევე ნახეთ
close დახურვა