logo
ENG


გუმბარიძე სანაიაზე: ოცნებამ გადაწყვიტა, რომ მათი მთავარი მოკავშირე არჩევნებზე ქუჩა იქნება
  • 903ნახვები

ამ ქვეყანაში სასამართლოს მართავს კლანი და ამ კლანს მართავს ხელისუფლება, რომელსაც ძალიან მალე აქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები - არჩევნები, რომელიც არის თან ადგილობრივი არჩევნები და თან რეფერენდუმი. ოცნება, რაც არ უნდა გავიდეს მიშელის შეთანხმებიდან, ეს შეთანხმება მაინც შესასრულებელი ექნება. როგორც ჩანს, ოცნების პარტიულმა ბოსებმა გადაწყვიტეს, რომ მათი მთავარი მოკავშირე და დასაყრდენი ამ არჩევნებზე იქნება ქუჩა. თბილისის მერობის კანდიდატის პლაკატებითაა აჭრელებული ქალაქი და ვხედავთ, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქს და უბნებს გვპირდება, თუმცა, ჩვენ რასაც ვხედავთ არის ის, რომ დღეს ქვეყანა და ქალაქი არის ძალადობით სავსე. 5 ივლისის ამბების მერე, რა დასკვნაც შეიძლება გამოვიტანოთ არის ის, რომ გველოდება ძალიან მძიმე ერთი თვე.

განაცხადა ფორმულას გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ. ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა საპატიმრო დღეს დატოვეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამივე მათგანს შეეფარდა 6-თვიანი პატიმრობა, ეს ვადა კი დღეს 25 აგვისტოს ამოიწურა.



ასევე ნახეთ
close დახურვა