logo
ENG


ბესელია სანაიას საქმეზე: სასამართლომ ძალადობის და აგრესიის წამახალისებელი გარემო გააძლიერა
ეკა ბესელია
25 აგვ, 2021 20:34
ბესელია სანაიას საქმეზე: სასამართლომ ძალადობის და აგრესიის წამახალისებელი გარემო გააძლიერა
  • 1046ნახვები

დღეს სასამართლომ ვახო სანაიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, ძალადობის და აგრესიის წამახალისებელი გარემო გააძლიერა! ვითარების და არსებული რეალობის გათვალისწინებით ეს ქმნის კიდევ უფრო სახიფათო პრეცედენტს. მოსამართლეს უნდა ესმოდეს, რომ ისიც ამ აგრესიული სოციუმის ნაწილი ხდება და როგორც ერთ-ერთი ავტორი, განუზომლად დიდ ტვირთს ატარებს.

წერს პოლიტიკოსი ეკა ბესელია facebook-ზე. ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა საპატიმრო დღეს დატოვეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამივე მათგანს შეეფარდა 6-თვიანი პატიმრობა, ეს ვადა კი დღეს 25 აგვისტოს ამოიწურა.



ასევე ნახეთ
close დახურვა